რეგიონი
ზუგდიდის გამგეობა:"შეჭირვებული ოჯახების რაოდენობა შემცირდა"
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის მორიგი სხდომა გამართა,სადაც სახლების მშენებლობის სამუშაო დეტალებზე და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

გამგეობის ინფორმაციით,მიმდინარე წელს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების 115 განაცხადი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 70– ით ნაკლებია. კომისიის წევრები დაიყვნენ ჯგუფებად და ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით გადანაწილდებიან. ასევე განიხილეს ის ეტაპები, რაც ტენდერში გამარჯვებულმა და შემდგომში შემსრულებელმა კომპანიამ უნდა გაიაროს.

,,ჩვენ გვაქვს წინა წლის გამოცდილება, ვიცით რა გარემო ფაქტორები შეიძლება იყოს ხელისშემშლელი, აქედან გამომდინარე ყველა წვრილმანი უნდა იქნეს ზედმიწევნით გათვლილი და დეტალურად გაწერილი რათა, შემდგომი პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული. ჩვენი მიზანია მოქალაქეებს შევუქმნათ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები და მჯერა რომ, ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ არც ერთი ოჯახი არ დარჩება“. – განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ.

ამავე სხდომაზე გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკრებულოს სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა მთლიანად საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის დაიხარჯება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.