დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომლის
თანახმად აბორტის აკრძალვა დაკანონდა.
აღნიშნული ცვლილების შესახებ კანონი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა
2016 წლის 21 მარტს მიიღო.
მას მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა, თუმცა აფხაზი
მედიკოსების აზრით, ორსულობის შეწყვეტა სამედიცინო დანიშნულების
შემთხვევაში მაინც უნდა იყოს დასაშვები.
ე.წ. პარლამენტის 35 დეპუტატიდან მხოლოდ ერთი ქალია.
მასალის გამოყენების პირობები