დე ფაქტო აფხაზეთის რამდენიმე ოლქში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება
დე ფაქტო აფხაზეთის ოთხ საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითთმართველობის
არჩევნები განმეორებით ჩატარდება.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო
არჩევნები ქ.სოხუმის, სოხუმის და გულრიფში რაიონის ოთხ საარჩევნო
ოლქში ჩაიშალა.
3 აპრილს თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, გალის რაიონის გარდა,
ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები