რაულ ხაჯიმბამ ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა ქალაქებისა და რაიონების
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლები დანიშნა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ქ. სოხუმის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის მ/შ ადგურ ხარაზია იქნება, გაგრის რაიონში - ბესლან
ბარციცი, გუდაუთის რაიონში - რუსლან ლადარია, გულრიფშის რაიონში -
ასლან ბარათელია, ოჩამჩირის რაიონში - ხრიპს ჯოპუა, ტყვარჩელის
რაიონში - აიდა ჩაჩხალია, ქ. პიცუნდაში - ჩინგიზ ბიგვავა; ახალი
ათონის ადმინისტრაციას ფელიქს დაუთია უხელმძღვანელებს.
აღნიშნული პირები ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციების
ხელმძღვანელების მოვალეობას ახალი მმართველების დანიშვნამდე
შეასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები