სოხუმში კოღოს გავრცელების წინააღმდეგ მიმართული სადეზინსექციო
სამუშაოები დასრულდა.
დღეიდან მოსკოვის საოლქო ცენტრის ბრიგადა ტერიტორიის დამუშავებას
გულრიფშის რაიონში, ახალ ათონსა და გუდაუთაში შეუდგება. 7 აპრილიდან -
გაგრისა და ბიჭვინთის რაიონებში. დეზინსექტორების ოთხ ბრიგადასთან
ერთად ენტომოლოგიც მუშაობს, ამის შესახებ ქალაქის მთავარმა
სანიტარულმა ექიმმა ალა ბელიაევამ განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღონისძიებები ციება - ცხელება
"ზიკას" გადამტანი კოღოს გავრცელების აღკვეთის მიზნით ტარდება, რადგან
არსებობს ვარაუდი, რომ აფხაზეთი რისკის ზონაში შედის.
ვირუსი, რომელიც კოღოებს გადააქვთ, 2015 წელს ბრაზილიაში, შემდეგ კი
სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. ყველაზე დიდ საშიშროებას
ვირუსი ორსული ქალებისთვის წარმოადგენს, რადაგან ის ახალდაბადებულებში
მიკროცეფალიით დაავადებას იწვევს.
ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები