ჩინური კომპანია სამეგრელოში ჩაის პოტენციალს შეისწავლის (ვიდეო)
13:31 / 06.04.2016
ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ
ჯგუფის“ წარმომადგენლები
ჩაის პლანტაციებს ათვალიერებენ და მის პოტენციალს სწავლობენ. კომპანია
ინვესტიციების ჩადებას სამეგრელოსა და აჭარაში გეგმავს. ჩაის კულტურის
აღდგენა წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკისა და
მარტვილის მუნიციპალიტეტებში იგეგმება.
კომპანიის პრეზიდენტის, ვან ტიანჩიუანის თქმით რეგიონში ინვესტიციების
ჩადებას და თანამედროვე ქარხნის მშენებლობას გეგმავენ.
"აქ ყველა რესურსია, რომ საუკეთესო ჩაი მოვიყვანოთ, ჩვენ ამ რეგიონში
დავნერგავთ ყველა იმ ტექნოლგიას რაც გვაქვს, ასევე ვაპირებთ ახალი
ჯიშების ჩამოტანასაც“ - განაცხადა „იუნანის დანხუნ ჯგუფის“
პრეზიდენტმა წალენჯიხაში ჩის პლანტაციების დათვალიერების შემდეგ.
ჩინურ დელეგაციას მეგზურობას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი
ლევან შონია უწევს, მასთან ერთად იმყოფებიან რეგიონის გამგებლები და
ჩაის ადგილობრივი სპეციალისტები.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა განკარგულებას ვლადიმერ დელბას „პრემიერ-მინისტრად“ დანიშვნის შესახებ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 32 შემთხვევა აღირიცხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები