დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს უვიზო რეჟიმის დაწესების უფლებამოსილება მიენიჭა
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა "აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოელი
მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
კანონში შასატანი ცვლილება განიხილა.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის დიმიტრი შამბას
განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება პრეზიდენტს უფლებას
მისცემს "მეგობრული, სავაჭრო, მეცნიერულ - ტექნიკური და კულტურული
ურთიერთობების გამყარების სურვილიდან გამომდინარე,ოპერატიულად
დააწესოს ან გააუქმოს უვიზო რეჟიმი" იმ სახელმწიფოებთან, რომლებმაც
აღიარეს ან არ აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
კანონპროექტი თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა საბოლოო
მოსმენით დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები