ფრანგი ბიზნესმენები სამეგრელოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით
ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ.
ინვესტორთა ჯგუფი რეგიონში მესაქონლეობის განვითარებითაა
დაინტერესებული. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული დარგის
პოტენციალი სტუმრებს გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული
პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, დათო კოდუამ და მისმა
მოადგილე ნუგზარ გაბელიამ გააცნეს.
დღეს ისინი ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ,
სადაც მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერეს. ამ საქმიანობის დეტალურად
შესწავლას ბიზნესმენები უახლოეს მომავალში გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები