ზუგდიდში პოლიციელებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა
ლეიკემიით
დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს.
შსს-ს ინფორმაციით, აქციაში "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე"
შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს და
პოლიციელები სისხლს რეგულარულად აბარებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა
და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
მასალის გამოყენების პირობები