დე ფაქტო აფხაზეთის ცენტრალურ ნაწილში კოლხური ბზის მავნებელთან
ბრძოლას
ავიაციის საშუალებით განაგრძობენ. ამ დროისათვის დამუშავებულია ფსხუ -
გუმისთის ნაკრძალის სქურჩის მონაკვეთი.
საავიაციო ქიმიურ დამუშავებას რუსეთის ერთ-ერთი ავიაფირმის კუთვნილი
სპეციალიზირებული შვეულმფრენი МИ-2 ახორციელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორამციით, ბზის მავნებელთან ბრძოლა უკვე ერთი
კვირაა მიმდინარეობს. დამუშავდა გაგრის და გუდაუთის რაიონები.
ნარგავების შესაწამალდ პრეპარატი "დიმილინი" გამოიყენება.
კოლხური ბზის მავნებელმა აფხაზეთში 2012 წელს,ოლიმპიური სამზადისის
პერიოდში, სოჭიდან შემოაღწია. ის იტალიიდან ჩამოტანილ ჩინურ ბზას
შემოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები