ზუგდიდში სრულად რეაბილიტირებული #13 ბაღი გაიხსნა. აღნიშნულ
შენობაში გარემონტდა ყველა
ოთახი, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები და
დამონტაჟდა გამათბობელი ტექნიკა.
სკოლამდელი დაწესებულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი
გოგოხიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა
ქანთარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად
გახსნეს.
#13 საბავშვო ბაღის აღდგენისთვის 141 783,82 ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები