დე ფაქტო აფხაზეთში რაიონების საკრებულოების ხელმძღვანელები აირჩიეს
დე ფაქტო აფხაზეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
ფორმირება სრულდება.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის არჩეულია ოჩამჩირის,
ტყვარჩელის, გუდაუთის, ახალი ათონის, გაგრის, გულრიფშის და სოხუმის
რაიონების საკრებულოების ხელმძღვანელები, ხოლო ბიჭვინთის რაიონში -
უახლოეს დღეებში აირჩევა. ამავე ცნობით, ქ. სოხუმის საკრებულოს ახალ
თავმჯდომარეს 13 აპრილს აირჩევენ.
3 აპრილს, დე ფაქტო აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებში, გალის რაიონის
გამოკლებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები