ზუგდიდის ყინულის სასახლის აღსადგენად უკრაინელ სპეციალისტებს მოიწვევენ
ზუგდიდის ყინულის სასახლის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
მერიის ქალაქთმშენებლობის
სამსახურის უფროსის ბადრი მესხის განმარტებით, ყინულის მოედნის
აღდგენის პროექტი ცენტრალურ მთავრობაშია გაგზავნილი და საჭირო თანხას
მიმდინარე თვეში ელოდებიან. "155 ათასი ლარი სჭირდება
რეაბილიტაციას. სპეციალისტები უკრაინიდან უნდა მოვიწვიოთ, რადგან
ისინი ადგილზე არ გვყავს".
ცნობისთვის, ყინულის სასახლე გასულ ზამთარში დიდთოვლობის დროს
დაზიანდა. ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საციგურაო მოედნის
მშენებლობაზე 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები