დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა „უკანონოდ გაცემული პასპორტების“ საქმეზე ისაუბრა
დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაში უკანონოდ გაცემული
პასპორტების საქმეზე,
გალის რაიონის შემთხვევაში 500 - ზე მეტი, ხოლო ტყვარჩელის რაიონის
შემთხვევაში 200 -ზე მეტი საქმეა დაგროვილი, ამის შესახებ დე ფაქტო
აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა ალექსეი ლომიამ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ დასახელდა ამ ხნის განმავლობაში
არც ერთი ბრალდებული, მან უპასუხა: "ერთია, ხვდებოდე, ვინ არის
დამნაშავე და მეორე - დაამტკიცო ეს". აფხაზური მედიის ინფორმაციით,
ლომიამ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა იმაზე, რომ კომისიის შექმნით
რაიონულმა ადმინისტრაციებმა საკუთარ უფლებამოსილებას გადაჭაარბეს, რაც
"კანონით" არ იყო გათვალისწინებული. მისივე ცნობით, კომისია როგორც
გალის, ისე ტყვარჩელის რაიონებში, ადმინისტრაციის ინიციატივით იყო
შექმნილი.
გამოძიების მსვლელობაზე საუბრისას მან განმარტა: "შემიძლია ვთქვა, რომ
ბევრი თანამდებობის პირი თავს არიდებს ჩვენების მიცემას. ერთადერთი,
რასაც შეიძლება დავეყრდნოთ, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებებია.
თუმცა, ეს ინფორმაცია მწირია, პროტოკოლი ფორმალურად ივსებოდა".
ალექსეი ლომიამ აღნიშნული განცხადებები გალის რაიონის საპასპორტო
სამსახურის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან
დაკავშირებით გააკეთა, რომელიც პროკურატურამ 2015 წელს აღძრა.
მასალის გამოყენების პირობები