დე ფაქტო აფხაზეთი და ყირიმი სავაჭრო - ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და
სამეცნიერო სფეროებში
თანამშრომლობას გეგმავენ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ
შეთანხმებას რუსეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი
მედვედევმა დაუჭირა მხარი. ამავე ცნობით, გადაწყვეტილება სოხუმმა
და ყირიმმა გასული წლის ბოლოს მიიღეს. ამავე ცნობით, იგეგმება
კულტურულ - ისტორიული კავშირების აღდგენაც.
მასალის გამოყენების პირობები