ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო კომისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს (ვიდეო)
17:29 / 14.04.2016
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ
სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის
ხელმძღვანელად თენგიზ ხარჩილავა აირჩიეს.
კენჭისყრის შედეგები საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ
წარადგინა. ხარჩილავას კანდიდატურა ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ"
დააყენა და მას 14-დან 9 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ფარულ კენჭისყრაში
სულ 14 დეპუტატი მონაწილეობდა. კომისიის ახალი თავმჯდომარე
საკრებულოში "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან" მოხვდა, თუმცა მან
პარტია მოგვიანებით დატოვა და მოღვაწეობა დამოუკიდებლად განაგრძო.
ცნობისთვის, საფინანსო კომისის უკვე ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ
ფარცვანია ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად
დაინიშნა და მას კომისიაში მუშაობას კანონი უზუდავს. ფარცვანია
საკრებულოს წევრად რჩება.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები