დღეს, სოხუმის სანაპიროზე დე ფაქტო აფხაზეთის სახალხო კრების
დეპუტატის ალმას ჯოპუას
"ტოიოტას" მარკის სამსახურებრივი ავტომანქანა ააფეთქეს. აფხაზური
მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიჭრილები არიან შუა ხნის
ქალი და ბავშვი. თავად დეპუტატი არ დაშავებულა.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, ადგილზე მიმდინარეობს
სამძებრო-ოპერატიული სამუშაოები. მომხდართან დაკავშირებით, ხვალ
დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო კრების საგანგებო სხდომა
გაიმართება.
ცნობილია, რომ ალმას ჯოპუა უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვის
შესახებ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები