ოჩამჩირის სანაპიროზე , სავარუდოდ, დაკარგული ფოთელის ცხედარი იპოვეს
ოჩამჩირის ზღვის სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს. ის
შესაძლოა, ფოთში დაკარგული 32 წლის
გიგა გ-ს ცხედარი იყოს, რომელიც დაახლოებით 15 დღის წინ გაუჩინარდა.
სააგენტო "ნაშა აფხაზიას" ინფორმაციით, დაკარგული ნათესავების
განცხადებით, ის მეგობართან ერთად საბერიოდან ფოთში წავიდა. მათ
ტაქსის მძღოლთან შელაპარაკება მოუვიდათ, მძღოლმა პოლიცია გამოიძახა.
პოლიციის გამოჩენისთანავე გიგა გ. და მისი მეგობარი სხვადახვა
მიმართულებით გაიქცნენ, რის შემდეგ მათი კვალი იკარგება.
მამაკაცის გვამი ამ დროისთვის სოხუმის პროზექტურაში ექსპერტიზაზეა
გადასვენებული.არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ახლობელები
ვარაუდობენ რომ გიგა გ. მოკლულია და ცხედარი, მხოლოდ ამის შემდეგ არის
სანაპიროზე დასვენებული.თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილს წამების
კვალი აღენიშნება. ოჯახი კატეგორიულად უარყოფდა აფხაზეთის ტერიტორიაზე
მის გადასვლას.
მასალის გამოყენების პირობები