დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა უცხოელებზე უძრავი ქონების
გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
რაულ ხაჯიმბამ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას აფხაზურ
საზოგადოებაში არსებულ მიდგომებზე ისაუბრა.
"არსებობს ობიექტური შეშფოთებები და გამოწვევები, რომელსაც პასუხი
უნდა გაეცეს, სანამ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მივიღებდეთ. ამგვარად,
აუცილებელია საკითხისადმი მშვიდი და პროფესიონალური მიდგომა, რომელიც
შესაძლებლობას მოგვცემს, გავითვალისწინოთ ჩვენი ეროვნული
ინტერესები".
რაულ ხაჯიმბას განცხადებით, "აფხაზეთის კანონმდებლობა უძრავი ქონების
უცხოელებისთვის მიყიდვას კრძალავს და ეს ნორმა არ გაუქმებულა". მისი
თქმით, მორატორიუმის საკითხის დაყენებით პრობლემის გამიზნული
პოლიტიზირება ხდება რისთვისაც არანაირი საფუძველი არ არსებობს.
"მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ არანაირი ნაჩქარევი,
გაუაზრებელი და მით უფრო საზოგადოებისგან მალული გადაწყვეტილება
მიღებული არ იქნება", - თქვა რაულ ხაჯიმბამ.
მასალის გამოყენების პირობები