ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში 15 ოჯახს გადასახლება არ
ემუქრება.
პრობლემურ მონაკვეთზე, სადაც წლების განმავლობაში მდინარე ხობისწყალი
მოსახლეობას სახლებში უვარდებოდა და საკარმიდამო მიწა მიჰქონდა
მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
მდინარის სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მისივე თქმით, „პრობლემას,
რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობას მდინარე ხობი უქმნიდა, წარსულს
ჩაბარდება".
სამშენებლო კომპანიის დირექტორის განცხადებით, სამუშაოები 3 თვეში
სახელშეკრულებო ვადაზე ადრე დასრულდება. ამჟამად ობიექტზე 20-მდე
ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 1 მილონ ლარამდეა.
მასალის გამოყენების პირობები