ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
ბადრი მესხი დაინიშნა. ის უფლება-მოვალეობის შესრულებას 2016 წლის 22
აპრილიდან შეუდგა.
აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2010-2015 წლებში შ.პ.ს
,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ის დირექტორი იყო. 2015 წლის
ივლისიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობის
სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და
ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურს ამ დრომდე ჯიმშერ შეროზია
ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების
საფუძველზე დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები