რეგიონი
საია: გონერ პაპავას გათავისუფლების საქმეზე სერიოზული კითხვები არსებობს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გონერ პაპავას გათავისუფლების საქმეზე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს, განმარტებებს აკეთებენ. ორგანიზაციის იურისტის მირზა მამულაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სერიოზული კითხვები არსებობს.

"ვფიქრობთ, რომ ინსპექტირების დასკვნა, რომელიც საფუძლად დაედო პაპავას გათავისუფლების საქმეს, შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს. ბუნებრივია სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და ვითხოვთ თანამდებობაზე მის აღდგენას", - აღნიშნა რადიო "ათინათთან" საუბარში საიას ზუგდიდის ოფისის იურისტმა მირზა მამულაძემ.

პაპავას საქმეზე მოსამზადებელი სასამართლო სხდომა უკვე შედგა და მომდევნო პროცესი 11 მაისს არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, გონერ პაპავა თანამდებობიდან 15 ოქტომბერს გაათავისუფლეს. მაშინ, განათლების სამინისტროში მიზეზად სხვადასხვა დარღვევებს ასახელებდნენ, რასაც პაპავა უარყოფს და ამბობს, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ამჟამად, ზუგდიდის რესურსცენტრს კახაბერ ფარცვანია ხელმძღვანელობს. ის აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შეირჩა და თანამდებობაზე 9 მარტს დაინიშნა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების საქმეს სასამართლო იხილავს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.