ზაფხულის პერიოდში, 27 მაისიდან, სოხუმი - ფსკოვის მიმართულებით
სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს.
"აფხაზეთის რკინიგზის" უფროსის იგორ მარღანიას განცხადებით, "აფხაზეთი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ხდება რუსი ტურისტებისთვის,
მათ შორის ფსკოველებისთვის". აფხაზური მედიის ინფორმაციით, ის
სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მოძრავი სეზონური სამგზავრო
მატარებლის შემადგენლობაში ივლის.
მასალის გამოყენების პირობები