სააღდგომოდ დასავლეთის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნება
სააღდგომოდ თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით დამატებითი
მატარებელი ინიშნება, - ამის შესახებ ”საქართველოს რკინიგზაში"
აცხადებენ.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, სს
“საქართველოს რკინიგზა“ 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ
მსვლელობაში დამატებით ნიშნავს ჩქარ ელექტრომატარებელს
თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (878/877).
"გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25 საათზე, ჩასვლა სენაკში
14:37 საათზე, სენაკიდან გამოსვლა 19:35 საათზე, ჩამოსვლა ქ. თბილისში
23:45 საათზე”, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები