სოხუმში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც რუსული, თურქული და
აფხაზური მხარეები მონაწილეობდნენ.
ისინი შეთანხმდნენ , რომ რუსეთ - თურქეთის ურთიერთობაში არსებული
კრიზისი, რომელიც მესამე მხარის მიერ არის მართული, უნდა
დაიძლიოს.
დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში აფხაზეთს პოზიტიური როლი
ეკისრება.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ სიტუაციის
გასაუმჯობესებლად, თურქეთსა და რუსეთში სხვადასხვა ხასიათის
გამოფენებსა და სამმხრივ სამეცნიერო კონფერენციებს
გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები