აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს
რკინიგზა კიდევ ერთ დამატებით ჩქარ ელექტრომატარებელს (#880/879)
ზუგდიდის მიმართულებით ნიშნავს.
ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისიდან 29 აპრილსა და 1 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან
30 აპრილს და 2 მაისს ორ-ორი დამატებითი რეისი შესრულდება.
მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35 გავა, ზუგდიდში -
06:36 საათისთვის იქნება, ზუგდიდიდან მატარებელი გამოვა 01:30 საათზე,
ხოლო თბილისში 07:05 საათისთვის იქნება.
მასალის გამოყენების პირობები