შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
წევრის თენგიზ გუნავას
წინააღმდეგ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ბრალდებით სარჩელი
შეიტანა. საქმე ეხება მის შსს-ს გენინსპექციის ხელმძღვანელის
თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სამინისტროს სარგებლობაში მყოფი
ავტომობილების საწვავის ტალონების მითვისებას.
თენგიზ გუნავას ადვოკატის ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, სარჩელი
მტკიცებულებების გარეშე იყო წარმოდგენილი.
„სასამართლომ არ დააკმაყოფილა თენგიზ გუნავას წინააღმდეგ შეტანილი
სარჩელი, რადგან მიიჩნია, რომ პროცესი კანონმდებლობის უხეში დარღვევით
მიმდინარეობდა“.
გუნავას განმარტებით, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად
მიუღებელი პირების დასჯის და დაშინების მცდელობა.
თავის მხრივ, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა შს იურიდიული
დეპარტამენტის თანამშრომელმა მარიამ კერესელიძემ, ამ თემასთან
დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები