მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა
ფაშიზმზე გამარჯვების
71-ე წლისთავი მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
"ის, რაც თქვენ მომავალი თაობებისთვის გააკეთეთ, ფასდაუდებელია,
გამოიარეთ წარმოუდგენლად რთული დღეები და იბრძოლეთ ბოროტების
დასამარცხებლად. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც წინ აღუდგენენ ამ
ბოროტებას, გაწირეს ყველაზე საუკეთესო რამ - სიცოცხლე, რითაც შეაჩერეს
ფაშიზმი".
ვეტერანები, გუბერნატორმა და ზუგდიდის გამგებელმა მოინახულეს და
მათ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პერსონალური მილოცვა
გადასცეს. ომის მონაწილეები ერთჯერადი დახმარების სახით,
მთავრობისგან 600 ლარს, ხოლო ზუგდიდის გამგეობისგან - 1000 ლარს
მიიღებენ.
ლევან შონიამ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე გმირთა საფლავებსა და
ობელისკებს პატივი მიაგო და გვირგვინებით შეამკო.
სამეგრელო-ზემო სვანეთში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 67 ვეტერანი
ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები