სოხუმში, ლაკობას ქუჩაზე მდებარე გაჩერებაზე, უცნობმა პირებმა
მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნეს.
შემთხვევა დაახლოებით დილის 10 სთ-ზე მოხდა. დე ფაქტო აფხაზეთის
შს მინისტრის ლეონიდ ძიაპშპას ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის
წინ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
თვითმხილველების ცნობით, დაზარებულს ჭრილობა მუცლის არესა და ქვედა
კიდურებში მიაყენეს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის შინაგან
საქმეთა სამმართველო საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული. ადგილზე
ოპერატიულ ჯგუფი მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები