შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს
წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ღამით,
ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში შეიარაღებულები ფეხით
გადაადგილდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და
236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები