სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე, დე ფაქტო აფხაზეთის შ.ს. საქმეთა
მინისტრმა
ლეონიდ ძიაპშბამ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან
აჯინჯალმა, ConIFA - ს ჩემპიონატთან დაკავშირებით, ჟურნალისტების
კითხვებს უპასუხეს.
ლეონიდ ძიაპშბას განცხადებით, სოხუმში, ჩემპიონატის მსვლელობისას,
საზოგადოებრივ წესრიგს შს სამსახურის 300-ზე მეტი თანამშრომელი
დაიცავს. უსაფრთხოების მიზნით, სოხუმი-ფსოუს გზის მთელ მონაკვეთზე
ვიდეოკამერები დამონტაჟდება.
რუსლან აჯინჯალმა აღნიშნა, რომ ჩემპიონატის მონაწილე თოთოეულ გუნდში
25 სპორტსმენი ითამაშებს. ასევე, მოსალოდნელია 500 - მდე უცხოელი
სტუმრის ჩამოსვლა.
ამავე ინფორმაციით, გულშემატრკივრები ჩემპიონატის თამაშებს უფასოდ ვერ
დაესწრებიან. მოსალოდნელია, რომ გაიყიდება 85 ათასამდე ბილეთი,
რომელიც 200- დან 700-მდე რუბლი ეღირება.
სოხუმში 28 მაისს არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო მსოფლიო
ჩემპიონატი ConIFA 2016 გაიხსნება. ტურნირში 11 ქვეყნის ნაკრები
ითამაშებს.
მასალის გამოყენების პირობები