"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით,
გამოკითხულთა 40% ფიქრობს,
რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მაჟორიტარი დეპუტატები
მოქალაქეთა ინტერესებს არ გამოხატავენ.
თვითმმართველი ქალაქების მოსახლეობა გაცილებით ნეგატიურად აფასებს
ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას, ვიდრე დანარჩენი
მუნიციპალიტეტების ელექტორატი გამგეობის თუ საკრებულოს
საქმიანობას.
მოქალაქეების ყველაზე დიდ უკმაყოფილებას ქუჩების კეთილმოუწყობლობა
იწვევს (30%), მეორე ადგილზეა (28%) - საზოგადოებრივი თავშეყრის
ადგილების (პარკები, სკვერები) არასაკმარისი რაოდენობა/არსებულების
მდგომარეობა, გამწვანების სიმწირით კი გამოკითხულთა 26%-ია
უკმაყოფილო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ადგილობრივ
თვითმმართველობებს მოუწოდებს, საბიუჯეტო თანხების განკარგვისას
მაქსიმალურად იხელმძღვანელონ მოქალაქეების საჭიროებებით - პროექტების
დაგეგმვისას გაითვალისწინონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და
უზრუნველყონ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაღალი საზოგადოებრივი
ჩართულობა.
კვლევა ორგანიზაციის დაკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების
ცენტრმა" ჩაატარა. გამოკითხვაში 2032 ადამიანმა მიიღო
მონაწილეობა.
მასალის გამოყენების პირობები