სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ბრალდებით ხობში შუა ხნის მამაკაცი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 222 საბრძოლო
ვაზნა, 7 მჭიდი, "ეფ-1"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა და 2 ამფეთქი
დეტონატორი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები