თეონა ქარდავა: საჯარო მოხელეები ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნოდ იყენებენ (ვიდეო)
13:34 / 18.05.2016
კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი
საქართველოდან" თეონა ქარდავა საჯარო
მოხელეებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი
ინფორმაციით, 13 მაისს სოფელ კორცხელში წინასაარჩევნო შეხვედრაზე
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის და ზუგდიდის საკრებულოების
თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
"ამ საქმეს საოლქო საარჩევნო კომისიასა და სასამართლოში გავასაჩივრებთ
და ამ ადამიანებს, ალბათ ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრებათ", -
აღნიშნა ქარდავამ.
ადგილობრივ თვითმმართველობებში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ
ამ შეხვედრას არასამუშაო საათებში ესწრებოდნენ.
"პირადად მე ერთდღიანი შვებულება ავიღე და სრული უფლება მქონდა
კორცხელში ვყოფილვიყავი", - ამობობს ზუგდიდის საკრებულოს
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდალინა თოდუა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის აპარატის თანამშრომელი დათო კოდუა
კი ქარდავას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
"დამიმტკიცოს, რომ სამუშაო საათებში ვიმყოფებოდი, წინააღმდეგ
შემთხვევაში სასამართლოში ვუჩივლებ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან", -
აღნიშნა კოდუამ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეების სამუშაო საათებში და
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციის
გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება ეკრძალებათ. ამ მუხლის
დარღვევა 2000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.
კორცხელში შუალედური არჩევნები 22 მაისს იმართება. ზუგდიდის
საკრებულოს მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები