დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა,
რომ ჯერჯერობით ქვეყანაში
არსებული 13 საპასპორტო განყოფილებიდან, ახალი ნიმუშების აფხაზური
პასპორტების გაცემას, მხოლოდ სამი შეძლებს, დანარჩენები სისტემაში 2-3
კვირაში ჩაერთვებიან.
ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროცედურას, ჯერჯერობით მხოლოდ სამი
ოპერატორი ფლობს და აუცილებელია პერსონალის გადამზადება.
დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ აღნიშნა, რომ
ამიერიდან პასპორტების უკანონოდ გაცემა აღიკვეთება.
"ვერავინ აიღებს აფხაზურ პასპორტს, თუ პირადად არ გამოცხადდა.
დაქტილოსკოპია ადგილზე ორჯერ ჩატარდება: დოკუმენტების ჩაბარებისა და
ანკეტის შევსებისას და პასპორტის მიღების დროს. სისტემა თითების
ანაბეჭდს შეადარებს და მხოლოდ მათი დამთხვევის შემთხვევაში გასცემს
პასპორტს".
სოხუმში ახალი პასპორტების პრეზეტნაცია დე ფაქტო რესპუბლიკის
ხელმძღვანელობისა და "გოზნაკის" წარამომადგენლების მონაწილეობით
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები