რეგიონი
აფხაზი პარლამენტარები: სომეხ და აფხაზ ძმებს შორის შუღლის ჩამოგდება შეუძლებელია
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატები რობერტ იაილიანი და ლევონ გალუსტიანი გარე ძალების მიერ აფხაზებისა და სომხების დაპირისპირების მცდელობაზე საუბრობენ.

დასტურად მათ მოყავთ ონლაინ-გამოცემა "კავკაზ პლიუსში" გამოქვეყნებული სომხური ორგანიზაცია "კრუნკის" განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკაში სომხური ეროვნულ -კულტურული ავტონომიის შექმნა იგეგმება, რომლის პროექტი განსახილველად დეპუტატებს იალიანსა და გალუსტიანს გადაეცემათ".

პარლამენტარების მტკიცებით, ეს განცხადება სიცრუეა, მათი თქმით, "აფხაზ და სომეხ მოძმე ხალხებს შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობა განწირულია მარცხისთვის".

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ ქმედებების უკან დგანან დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს შექმნის იდეის მოწინააღმდეგეები.
პერიოდულად, მედია, განსაკუთრებით ის, რომელიც ენგურის მარცხენა სანაპიროზე მაუწყებლობს, აქვეყნებს პროვოკაციული ხასიათის მასალებს",- აღნიშნავენ დეპუტატები.

ისინი აცხადებენ, რომ "კრუნკი", რომლის სახელითაც გავრცელდა განცხადება, შეუძლებელია ამგვარი ინიციატივის ავტორი იყოს, რადგან ორგანიზაციის აქტივისტები "აფხაზ ძმებთან ერთად იბრძოდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.