ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედური
არჩევნები ტარდება. კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით
დაიწყო. ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
მირანდა მესხის განმარტებით, აღნიშნული საკონტროლო ფურცელის შევსებამ
და პირველი ამომრჩევლის მიღების პროცედურებმა გამოიწვია.
კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი - "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობიდან" ვარადებულ ლაშხია, "ქართული ოცნებიდან"
ამირან ლაგვილავა და "თავისუფალი საქართველოდან" თეონა ქარდავა -
იბრძვის.
სოფელში ორი საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 1985 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები