ქალაქის მერიაში ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე,
ზუგდიდში მომუშავე მედიკოსებმა, კიბოს ადრეული გამოვლინების და
სკრინინგის საკითხები განიხილეს.
შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის
პროგრამის ,,დაავადების ადრეული გამოვლინებისა და სკრინინგის
პროგრამა“ ფარგლებში ჩატარდა.
კლინიკა ,,სანუსი“-ს ბაზაზე, 31 მაისსა და 1 ივნისს მოსახლეობისათვის
ძუძუს , საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის და პროსტატას უფასო
კვლევა ჩატარდება.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ექიმებს ორგანიზაცია
,,ტერდიმ“ სამეგრელოში ტერფის პათოლოგიების კვლევის რესურსის
ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდა.
მასალის გამოყენების პირობები