“ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაცია კორცხელის 53-ე საარჩევნო
უბანში არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს.
აღნიშნული განცხადებით "ოცნების" სუბიექტმა ზუგდიდის #67-ე
საოლქო-საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა. "დღეს სხდომაზე გაგვაქვს ეს
საკითხი. ხმების დასათვლელად საჭიროა საოლქო კომისიის წევრთა 2/3-ის
თანხმობა,რის შემდგომ დაიწყება პროცედურა",- განუცხადა რადიო
"ათინათს" ზუგდიდის #67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
მირანდა მესხმა.
სხდომა 20 საათზეა ჩანიშნული. მმართველი პარტიის მიერ არჩევნების
შედეგების გასაჩივრებას ეხმიანება "ენემ"-ის ზუგდიდის ორგანიზაციის
ხელმძღვანელი ლაშა დამენია. "თუ იქნება დაცული სამართლიანობა, არაფერი
ემუქრება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ მოვლენებს,არაფერს
გამოვრიცხავ. თუ კი რამე დაემუქრება არჩევნების შედეგებს, ეს იქნება
"ქართული ოცნების" "თვითმკვლელობა",- ამბობს დამენია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის
მაჟორიტარულ ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა "ქართული
ოცნების" კანდიდატს 10 ხმით მოუგო.
მასალის გამოყენების პირობები