ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ კორცხელის ორივე უბანზე
ხმების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო. სხდომა ხმაურით დაიწყო,
უმცირესობაში მყოფი "ენმ"-ის წევრი დავით ჯინჯოლავა საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარესთან შეკამათების გამო პოლიციის ძალის
გამოყენებით დარბაზიდან გააძევეს.
"არ არის გამორიცხული, რომ "ოცნებამ" ღამით
დალუქული ბიულეტენები გახსნა და იქ შედეგი შეცვალა. სხვაგვარად
წარმოუდგენელია,რატომ გადაწყვიტა ცესკომ იმ უბნების გადათვლა, სადაც
49 ხმით მოვიგეთ არჩევნები",-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი.
"ქართულმა ოცნებამ " საოლქო საარჩევნო კომისიას ხმების ხელახალი
გადათვლის მოთხოვნით დღეს მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები