სტუდენტები ე.წ.საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობას გააპროტესტებენ
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისიდან სპეციალურად ზუგდიდში
19 მაისს ხურჩაში
ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას სამძიმარზე ჩამოვიდნენ.
მათ,ასევე შეუერთდნენ ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო
უნივერსიტეტის ახალგაზრდები.
" ჩამოვედით,რათა პატივი მივაგოთ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას. ჩავალთ,
ასევე ხურჩაში და გავაგზავნით მკაფიო მესიჯს,რომ ჩვენ ვართ ის
ახალგაზრდები, რომლებიც ღელავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე.
ვაპროტესტებთ, კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის
მკვლელობას,ეს ფაქტი არ უნდა განმეორდეს",- ამბობს რადიო
"ათინათთან" საუბარში კავკასიის
უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი ნინო ჭუმბურიძე.
ამ დროისთვის სტუდენტები ხურჩაში მიემგზავრებიან.
მასალის გამოყენების პირობები