შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პირველად გამოეხმაურა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში
ოპოზიციაზე თავდასხმის ფაქტს. მან ინციდენტში მონაწილე მხარეებს
გამოძიებასთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქმე
შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს. გამოძიება უახლოეს დღეებში
დასრულდება.
“მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება – დაიკითხნენ მოწმეები,
დანიშნულია ექსპერტიზები. სიახლეს ამ საქმესთან დაკავშირებით
აუცილებლად გავაჟღერებთ",- განუცხადეს რადიო
"ათინათს" შინაგან საქმეთა
სამინისტროში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22
მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა
პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა
ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ენმ"-ის განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების”
წევრი სპორტსმენები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე
მუხლით (ცემა) იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები