ქალაქ ზუგდიდში, აღმაშენებლის გამზირზე ენერგოეფექტური გარე სანათების
მონტაჟი დაიწყეს.
აღნიშნული სანათები მერიამ 2015 წელს ორგანიზაცია
"INRMW საქართველოსგან" მოპოვებული გრანტით შეიძინა.
მერიის ცნობით, პროექტის ,,ნათელი ქალაქი" განხორციელების შედეგად,
2017 წლის დასრულებამდე აღმაშენებლის გამზირის გარე განათება სრულად
იქნება ჩანაცვლებული თორმეტწლიანი გარანტიის მქონე, ეკონომიური ლედ
სანათებით.
,, ლედ სანათები 50%-ით შეამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს. გარდა
ამისა, 65%-ით შემცირდება ლამპიონების მოვლა-პატრონობის, სერვისის
ხარჯები და გამოთავისუფლებული თანხებით, შესაძლებელი გახდება ქალაქის
დარჩენილ ქუჩებზე გარე განათების მოწყობა",- აცხადებს ქალაქის
მერი.
მასალის გამოყენების პირობები