ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლულ გიგა ოთხოზორიას დღეს
დაკრძალავენ. ცხედარი ვლაქერნის ხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
სახელობის ტაძარში იქნება დასვენებული. დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის
მერია დაფარავს.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 20 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე,
ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები