"გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" - ტრენინგი ჭითაწყარის სკოლაში (ვიდეო)
17:17 / 31.05.2016
სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩქაროსნული
გზატკეცილისა და მის მიმდებარედ დასახლებულ პუნქტებში საგზაო
უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით
ტრენინგი ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრები ჩქაროსნული გზატკეცილის E60 მიმდებარედ
განლაგებულ სკოლებში კამპანიის "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო"
ფარგლებში ხორციელდება.
ზუგდიდელ მოსწავლეებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
თავმჯდომარის მრჩეველი რუსუდან ხუბულავა შეხვდა და მაგისტრალზე
არსებულ სააფრთხეებზე, ასევე პრევენციის ზომებზე ესაუბრა.
ტრენინგის მსვლელობისას ფონდის „პარტნიორობა საგზაო
უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის
წესები, საფრთხეების თავიდან აცილების მეთოდები და 2015 წელს
დაფიქსირებული ავტოსაგზაო შემთხვევის სტატისტიკა გააცნეს.
შეხვედრას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გზაზე გადაადგილებისას წესების
დაცვისკენ მოუწოდეს.
კამპანიის ფარგლებში ბავშვებს საინფორმაციო მასალები,
სახელმძღვანელოები და ამრეკლი საშუალებები გადაეცათ.
კამპანიას "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაციასთან "პარტნიორობა საგზაო
უსაფრთხოებისათვის" ერთად ახორციელებს.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები