ფიფასა და უეფაში შესვლა აფხაზეთისთვის აქტუალური საკითხია, ამის
შესახებ ConIFA - ს ჩემპიონატის
ორგკომიტეტის წევრმა შამილ აძინბამ ფიფას ოფიციალურ
წარმომადგენლებთან, დაგ ლარსენთან და სერგეი აზიზოვთან გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა. .
„აბხაზია ინფორმის“ ცნობით, ფიფას აგენტმა, სერგეი აზიზოვმა აღნიშნა,
რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ფიფასთან მოლაპარაკებები
მიმდინარეობს.
«ჩვენ ვთვლით, რომ აფხაზეთი – სავსებით ღირსეული ქვეყანაა, რომელიც
შეიძლება ფიფაში წარსდგეს, მას აქვს თავისი ტერიტორია, ჰყავს
მთავრობა, ენა.
აქ ხალხს ყოველთვის უყვარდა ფეხბურთი», - თქვა მან.
ფიფას ოფიციალური წარმომადგენლები დე ფაქტო აფხაზეთში მიმდინარე
ConIFA - ს ჩემპიონატზე დასასწრებად 31 მაისს ჩავიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები