დე ფაქტო აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრებმა პენჯაბის გუნდი დაამარცხა და
ConIFA-ს
ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული
გახდა.
აფხაზმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგის გუნდი ანგარიშით 7:6
დაამარცხეს, წერს აფხაზური მედია.
არაღიარებულ ქვეყნებს შორის ტურნირის ბრინჯაოს მფლობელი ჩრდილოეთ
კვიპროსის ნაკრები გახდა, რომელმაც ანგარიშით 2:0 პადანიას ნაკრები
დაამარცხა.
ჩემპიონატი (ConIFA) დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების
კონფედერაციის ორგანიზებით ჩატარადა. ის 28 მაისს დაიწყო.
მატჩები სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე იმართებოდა.
მასალის გამოყენების პირობები