დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის
მოადგილედ ადგურ ლუშბა დაინიშნა.
შესაბამის განკარგულებას რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი.
მანამდე, აღნიშნულ პოსტს ასტამურ აპბა იკავებდა, რომელიც 4 მაისს
გაათავისუფლეს.
ადგურ ლუშბა 1999 - 2002 წლებში დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის
მინისტრი იყო.
მომდევნო წლებში, ამავე სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებს, ხოლო 2007
წლიდან სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს
იკავებდა.
ის აფხაზეთის ომის მონაწილეა.
მასალის გამოყენების პირობები