კონკურსში გამარჯვებული ზუგდიდელი ახალგაზრდები ბერლინში გაემგზავრებიან
ზუგდიდელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა "პოსეიდონი" კონკურსში
"წყლის დამცველთა ბანაკი ბერლინში 2016" გაიმარჯვა.
ისინი ერთი კვირით გერმანიაში საერთაშორისო ბანაკში ივლისში
გაემგზავრებიან.
გუნდის წევრებმა ირაკლი ჯიქიამ, ნატალი კიკალეიშვილმა, ჭაბუკა ჯიქიამ
და ედუარდ ციკოლიამ მოხალისეებთან და მეგობრებთან ერთად ორი კვირის
განმავლობაში წყლის დაცვასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობები
განახორციელეს. მათ შორის მოაწყვეს დასუფთავების აქციები, გამართეს
საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან, გამოფენა, კინოჩვენება და
სხვა.
აღნიშნული კამპანია საერთაშორისო ორგანიზაცია "Erasmus +" პროექტის
"დიდი ნახტომი" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლოგიის
მცველებმა" განახორციელეს. კონკურსში სულ 17 გუნდი იღებდა
მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები