დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის
სასაზღვრო
სამმართველოს თანამშრომლებმა ოთი ნაღმი, საარტილერიო ჭურვი და
ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა აღმოაჩინეს.
აფხაზური მხარის მტკიცებით, საბრძოლო მასალა, რომელიც კოდორის
ხეობაში, მარჯვენა გენწვიშში იპოვეს, 2008 წელს ქართულმა ჯარმა
დატოვა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსულ - აფხაზური სპეცსამსახურების
ერთობლივი რეიდები, საბრძოლო მასალის აღმოჩენისა და მისი შემდგომი
განადგურების მიზნით, ორ თვეში ერთხელ ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები